FAQ

მოკლედ და კონკრეტულად ყველაფერზე

რა ასაკიდან არის შესაძლებელი მანქანის ქირაობა?

მინიმალური ასაკია 21 წელი. მძღოლს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 2 წლიანი მართვის გამოცდილება.

როგორ ხდება ავტომობილის დაზღვევა?

ყველა ავტომობილი 100%-ით დაზღვეულია. დაზღვევა ფარავს მესამე პირის წინაშე პასუხისმგებლობას და ავტომობილის დაზიანებას.

შესაძლებელია თუ არა საზღვარზე გადასვლა?

არა, ავტომობილის გაყვანა საქართველოს სახელმწიფო საზღვრებს გარეთ დაუშვებელია.

არის თუ არა დეპოზიტი სავალდებულო?

დეპოზიტის საჭიროება დამოკიდებულია ავტომობილის კლასზე. სტანდარტულ მოდელებზე დეპოზიტი ხშირად არ მოითხოვება.

როგორ დავაჯავშნო ავტომობილი?

ჯავშნის გაკეთება შეგიძლიათ პირდაპირ საიტიდან, აირჩიეთ მანქანა, თარიღები და დააჭირეთ "დაჯავშნას".